იქნება თუ არა ბათუმში, აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა?

15 ნოემბერი 2017, 00:00 4152 ნახვა

იქნება თუ არა ბათუმში, აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა, გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატები მიიღებენ.

ქუჩის სახელის შეცვლის რეკომენდაცია, ბოლო კომისიის სხდომაზე, ძველი მოწვევის დეპუტატებმა მიიღეს და დასამტკიცებლად ახალ საკრებულოს დაუტოვეს. 

განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია დრეს გაიმართა. კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე გზის მონაკვეთს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭოს.

ვიდრე ამ საკითხს ახალი მოწვევის საკრებულო განიხილავს, გადაწყვეტილებას "გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისია" განიხილავს.

გიორგი ანწუხელიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე იყო. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი ტყვედ ჩავარდა. იგი ოსმა სეპარატისტებმა წამების შემდეგ მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი