ხულოს ფაბრიკაში დასაქმებულები ანაზღაურებას ითხოვენ

15 ნოემბერი 2017, 00:00 4202 ნახვა

ხულოს ფაბრიკაში დასაქმებულები ანაზღაურებას ითხოვენ. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ყვებიან, რომ ოთხი თვეა ანაზღაურება არ აუღიათ, ფაბრიკა კი აგვისტოს შემდეგ დაიხურა. თანამშრომლებმა ფაბრიკასთან აქცია გამართეს, ითხოვენ ხელფასების დროულად დარიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაკეტვით და საწარმოდან ინვენტარის გამოტანით იმუქრებიან. 

აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენელი ჰაიათ ჩოლაქი შეხვდა. ამბობს, რომ ფაბრიკა ისევ გაიხსნება და დასაქმებულები ანაზღაურებას აიღებენ, თუმცა როდის უცნობია. ფაბრიკა 2017 წლის 20 თებერვალს გაიხსნა და 45 თანამშრომელი ყავდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი