ცხინვალი და მოსკოვი „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ შეთანხმებას ამზადებენ - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გუშინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.