უმაღლესი საბჭოს სხდომა 16 ნოემბერს გაიმართება. დეპუტატებმა დღეს ბიუროს სხდომაზე სესიის დღის წესრიგი განსაზღვრეს. დაგეგმილია 3 კომისიის ანგარიშის მოსმენა, გარდა ამისა, განიხილება უმაღლეს საბჭოში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის წესის შესახებ დადგენილების გაუქმება. დაგეგმილ სხდომაზე უნდა იმსჯელონ იმ სანქციებსა და რეგულაციებზეც, რომელიც სხდომის გაცდენის შემთხვევაში დეპუტატს დაეკისრება.