ცვლილებები ბიუჯეტში

14 ნოემბერი 2017, 00:00 2560 ნახვა

ხულოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. შემოსავლების ხარჯზე ბიუჯეტი 84 ათასი ლარით გაიზარდა  და საბოლოოდ 15 მილიონ 80 ათასი შეადგინა. თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.


დღესვე დეპუტატებმა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებში შესულ ცვლილებებზე იმსჯელეს და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულება დაამტკიცეს. ამ მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომას ხულოს ახალი მერი გოჩა მელაძე ესწრებოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი