ავტოსადგურში ონკანის წყალში უცხო სხეული იპოვეს

14 ნოემბერი 2017, 00:00 9287 ნახვა

ავტოსადგურში ონკანიდან წყალს, სავარაუდოდ, პატარა ქვეწარმავალი გამოყვა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია სადგურის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს.

როგორც ავტოსადგურის ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის თანამშრომელი ამბობს, ქვეწარმავალი ონკანიდან ბოთლში წყლის ავსების დროს აღმოჩნდა. ასე მოახერხეს მოვაჭრეებმა წყლის დაბინძურების ფაქტის დაფიქსირება. არის თუ არა წყალში ნაპოვნი უცხო სხეული ქვეწარმავალი და რა მდგომარეობაა ავტოსადგურში წყლის დაბინძურების კუთხით, შპს "ბათუმისწყალში" აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მათთან უკვე შესულია ინფორმაცია.

"აღებულია სინჯები და გადაგზავნილია ლაბორატორიაში, ამ საკითხზე უახლოეს საათებში "ბათუმისწყალი" გააკეთებს კომენტარს" - აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


 

ამავე კატეგორიაში