პირველად ხულოს არჩეული მერი ჰყავს. ეს პოსტი აქ გოჩა მელაძემ დაიკავა. პროფესიით იურისტი აქამდეც საჯარო უწყებაში მუშაობდა. ბოლო რამდენიმე თვეა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს G,,გოდერძი რიზორთის” - დირექტორის მოადგილე იყო.