შსს: ავტოსაგზაო შემთვევების სტატისტიკა შემცირდა

13 ნოემბერი 2017, 00:00 3493 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის, ავტოავარიების დროს გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, 2017 წლის ათ თვეში, 2016 წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 7 %-ით.

დაშავებულთა რაოდენობა კი 12 პროცენტით შემცირდა უწყების მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პირველად დაფიქსირდა, რასაც უწყებაში განხორციელებულ პროგრამას უკავშირებენ.

"სამინისტრო, საავტომობილო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მრავალკომპონენტიან, გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 1 ივლისიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, ამოქმედდა ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. „ჭკვიანმა კამერებმა“ და ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი", - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი