არჩევნების მეორე ტურში ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა განაცხადა. ანა მიქელაძის თქმით, ყველაზე მეტი საჩივარი ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე იმარჯვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე 62-ვე უბნის მონაცემები აიტვირთა, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატს 79 ხმით აჯობა.
6 საარჩევნო ოლქიდან, სადაც თვითმმართველი ქალაქის თემის მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ოზურგეთი ერთადერთია, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი, წინასწარი მონაცემებით, დამარცხდა.