გაერთიანებულ სამ უწყებას გიორგი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს

13 ნოემბერი 2017, 00:00 2625 ნახვა

 „ენერგეტიკის სამინისტრო უქმდება, უწყების ფუნქციებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეითავსებს“ -  სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დღეს სპეციალურ  ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ისაუბრა.  
     გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,უწყებას,  ენერგეტიკის სამინისტროს გარდა,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი, ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტის სახით შეუერთდება. ერთიან სტრუქტურას კი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. 

    "ერთიან სტრუქტურას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ამავდროულად ის ინარჩუნებს პირველი მოადგილის პოსტს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკის გუნდის მუშაობას. ეკონომიკის სწრაფი განვითარება ჩვენი პრიორიტეტია და კიდევ უფრო მოქნილი პოლიტიკის გატარებას ითვალისწინებს. ეკონომიკის სამინისტრო მულტისექტორული უწყებაა და იგი პასუხისმგებელია არა მარტო ეკონომიკის პოლიტიკის ძირითად შემუშავებაზე, არამედ, საგარეო  ვაჭრობაზე, ტრანსპორტზე, კომუნიკაციის ინოვაციურ მოწყობაზე და ა.შ.  ახალი სამინისტროების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა უფრო ეფექტურს გახდის მუშაობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. . 

     პრემიერს განცხადებით, ცვლილებები  მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდე უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას ემსახურება, რაც ადმინისტრაციული დანახარჯების შეამცირებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი