რამდენიმე საჩივარი შევიდა ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიაში. რომელიც ძირითადად ხმის მიცემის დროს არსებულ დარღვევებს ეხება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 30 საარჩევნო უბანია გახსნილი.
ადგილობრივებს არჩევანის გაკეთება ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიასა და ”პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატ ზაზა ჩაჩანიძეს შორის მოუწევს. ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურს აკვირდება ეუთო.