ცვლილებები მთავრობაში

12 ნოემბერი 2017, 00:00 2434 ნახვა

შესაძლო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებულ სამინისტროებს, მიხეილ გიორგაძემ კულტურისა და სპორტის შერწყმულ უწყებებს, გიორგი გახარიამ კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შესაძლო  უხელმძღვანელოს. კულტურისა და სპორტის სამინისტროების გარდა, მთავრობაში გადაწყვეტილება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების თაობაზეც მიღებულია.

ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების შერწყმის შემდეგ, გაერთიანებული უწყების ხელმძღვანელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება. რაც შეეხება ეკონომიკის მოქმედ მინისტრ გიორგი გახარიას, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილს შეცვლის. რაც შეეხება კულტურისა და სპორტის სამინისტროებს, შერწყმის შემდეგ მინისტრის პორტფელს კვლავ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ჩაიბარებს. მინისტრთა კაბინეტს დატოვებს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაციით ამ წუთებში კანცელარიაში მსჯელობა მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში