არჩევნების მეორე ტური ოზურგეთში

12 ნოემბერი 2017, 00:00 1707 ნახვა

”საქარველოს პარლამენტართა საზოგადოების” დამკვირვებელი ირწმუნება, რომ ოზურგეთის #43 საარჩევნო უბანზე, ოზურგეთის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა მასზე ზეწოლა განახორციელა. ფიქრია მამარდაშვილი ყვება, რომ საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, საარჩევნო უბანზე, აგიტატორების მეშვეობით, ამომრჩეველთა სიას ადგენდა, დამკვირვებელს კი გადაღების საშუალება არ მისცა.

მამარდაშვილის თქმით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველებმაც სცადეს მისთვის კამერის წართმევა. დამკვირვებელი ირწმუნება, რომ მას ფაქტი გადაღებული აქვს და მოგვიანებით გაავრცელებს.

ამავე კატეგორიაში