ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ხულოს 13-ვე ადმინისტრაციულ ერთეულშია დაგეგმილი.
პროექტი პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში ხორციელდება და წლის ბოლომდე 724 ათას ლარამდე დაიხარჯება. პროექტის მიხედვით დაზიანებულ გზებზე ბეტონის საფარის სამუშაოები მიმდინარეობს.