მტკიცე მხარდაჭერის მისია

10 ნოემბერი 2017, 00:00 3232 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი დახვდნენ.

თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია შვიდი თვის განმავლობაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ სამეკავშირეო ჯგუფთან ერთად შეასრულა.

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა და დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლი იყო. მისიის შესრულებისას ბატალიონმა დანაკარგი განიცადა. დაიღუპა ერთი სამხედრო მოსამსახურე, რამდენიმე კი დაშავდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი