ხულოს ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი იქნება

10 ნოემბერი 2017, 00:00 3327 ნახვა

2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობა გრძელდება ხულოს მუნიციპალიტეტშიც.   გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის  ინფორმაციით, სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში ინფრატსრუქტურის გაუმჯობესება,  კონრეტულად, საკურორტო ზონაში სანიაღვრე არხების  დახურვა და ბილიკის მოწყობა.  

ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიონ  ნახევარ ლარზე მეტი იქნება.  ხულოს გამგეობამ მომდევნო წლის ბიუჯეტი, საკრებულოს 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი