11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების ირაკლი ჩვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ - რა ჩვენებები მისცეს მათ სასამართლოს და იზიარებს თუ არა ბრალდების მოწმეების არგუმენტებს დაცვის მხარე, თამუნა გაზდელიანი გვეტყვის, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერთვება.