ბათუმში Trump Tower-ის შეჩერებული პროექტი საბოლოოდ აღარ განხორციელდება. მის ნაცვლად ცათამბჯენს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი Silk Road Group-თან ერთად ააშენებს. 47-სართულიან ობიექტს Silk Tower - ერქმევა და მშენებლობა 2019 წელს დაიწყება.
თავდაპირელად დაგეგმილი იყო, რომ Silk Tower–ს ტრამპის ბრენდი უნდა შეესყიდა, თუმცა 6 წლის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება მხარეებმა შეწყვიტეს.