აფეთქება თურქეთის ქსოვილების ქარხანებში. ''როიტერის'' ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ბურსას პროვინციაში მოხდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
აფეთქების შედეგად ქარხნის სახურავი ჩამოიშალა და ავტომობილები დაზიანდა.ინციდენტი სავარაუდოთ ბოილერმა გამოიწვია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.