ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დამეწყრილ ტერიტორიებზე საყრდენი კედლის ჩამოსხმისთვის ამ ეტაპზე 50-მდე ლოკაციაზე 310 ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდა. წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.