დაკანონების მოლოდინში შეცვლილი ხელისუფლებები. ე.წ. ბარაკის დასახლებაში 20 წელზე მეტია თვითნებურად დაკავებულ ფართებზე საკუთრების აღიარებს ითხოვენ, თუმცა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება ვერც ერთი მთავრობის დროს ვერ მოახერხეს. განცხადებებით ადგილობრივებმა მიწის საკუთრების აღიარების მოქმედ კომისიას დიდი ხნის წინ მიმართეს, თუმცა კვლავ პასუხის მოლოდინის რეჟიმში არიან.