ფოთში ხელოვნების მე-5 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ფაზისი“ გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული ხულოს უხუცესთა ანსამბლი „ბერმუხა“ გახდა. საერთაშორისო ფესტივალში საქართველოს, ბულგარეთის,ლატვიის, ყაზახეთის, ისრაელის სომხეთის,რუსეთის, ბელორუსიისა და პოლონეთის ანსამბლები მონაწილეობდნენ. ჟიურის წინაშე 700-მდე კონკურსანტი წარსდგა.