26 მარტს გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ხელვაჩაური ბათუმის საავტომობილო მაგისტრალი, ნახევარი საათით გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს აპროტესტებენ. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი გულის არითმია გახდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის ნაცემი იყო და გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.