მიწის ნაკვეთების დაკანონების მოთხოვნით, ცხრადღიანი აქციის შემდეგ გონიოს მცხოვრებლებმა დღეს საკრებულოს შენობიდან მთავრობის სახლთანაც გადაინაცვლეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ლეიბების გაშლის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.