78 მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 14 მილიონი განათლების პროგრამებისთვის - ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი

07 ნოემბერი 2017, 00:00 3162 ნახვა

78  მილიონი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, 14 მილიონი კი განათლების პროგრამებისთვის - ბათუმის მერიამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. 

ბათუმის ბიუჯეტი 2018 წელს 146 მილიონ 121 ათასი ლარი იქნება. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი, 55 % ინფრასტრუქტურულ სამუშაოებისთვის არის გათვალისწინებული. განათლების მიმართულებით 14 მილიონ 217 ათასი დაიხარჯება, კულტურული პროექტებისთვის მერია 3 მილიონის დახარჯვას გეგმავს. ამდენივე, 13 მილიონი, დაიხარჯება სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. 

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა,ხვალ, 8 ნოემერს დაიწყება და სამი დღის მანძილზე გაგრძელდება. ბათუმელებს საშუალება აქვთ  "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", რომელიც ფარნავაზ მეფის 62/64 მდებარეობს, დაესწრონ განხილვას. შეხვედრა 1 საათზე დაიწყება. 

საჯარო განხილვების შემდეგ, 15 ნოემბერს, ბიუჯეტი საკრებულოში შევა და შენიშვნებით ბათუმის მერიას დაუბრუნდება. 

შესწორებული ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად 10 დეკემბერს გადაეცემა და დეკემბრის ბოლომდე ფინანსურ დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი