''ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად''

06 ნოემბერი 2017, 00:00 3362 ნახვა

''ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად'' - პროგრამაში წელს პირველად საპილოტე რეჟიმში პროფესიული სასწავლებლები ჩაერთვებიან. შერჩეულ სამ სასწავლებელს შორისაა ''ბლექსი''. ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში მოწვეული პედაგოგი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს.

პროგრამის მონაწილეებს ტრენინგი უტარდებათ. 4 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მოხალისე პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად სწავლების მეთოდოლოგიას განიხილავენ.

წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროექტში ინგლისურის, ფრანგულისა და გერმანულის 27 მოხალისე მასწავლებელი ჩაერთო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი