“პატარა  უფლისწული” - პრემიერა თოჯინების თეატრში

05 ნოემბერი 2017, 00:00 3169 ნახვა

,,პატარა უფლისწული“- სპექტაკლის პრემიერა გაიმართა ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცნობილი ნაწარმოების პერსონაჟები  სცენაზე მოწვეულმა რეჟისორმა რამაზ იოსელიანმა გააცოცხლა.

პატარებმა 45 წუთი ზღაპრის გმირთან ერთად რამდენიმე პლანეტაზე იმოგზაურეს. სპექტაკლის ნახვა  პატარებს  დღეს კიდევ ერთხელ 19 საათზე შეუძლიათ. თოჯინების თEატრში კიდევ ერთი პრემიერა 7 ნოემბერს გაიმართება. ,,მეგობრობის ძალა“ თამაზ ბოლქვაძემ დადგა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი