ღვაწლმოსილი პედაგოგის 100 წლის იუბილე

05 ნოემბერი 2017, 00:00 4228 ნახვა

ბათუმში მცხოვრებ ქსენია გოგოძეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა მიულოცეს. პროფესიით პედაგოგი, ქართული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში 47 წლის განმავლობაში ასწავლიდა.

ქსენია გოგოძე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია. იუბილარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ,,ას წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების”  პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადასცა. განათლების მინისტრმა კი ღვაწლმოსილი პედაგოგი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი