საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი რაოდენობა და მიღებული შემოსავალი – ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ 10 თვის სტატისტიკა შეაჯამა. საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტებით ყველაზე მეტად კვლავ აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, თურქეთის და ირანის მოქალაქეები არიან დაინტერესებული.
ტურისტების რაოდენობა, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დრო დაჰყვეს, გაზრდილია აჭარაშიც, სამთო ტურიზმის კუთხით აქტიურია ქედა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი, მომავალშიც რეგიონის რეკლამირებისთვის დაიხარჯება. სწორედ საერთაშორისო მედიასაშუალებებში ვიდეო - რგოლების აქტიურ გამოჩენას უკავშირებენ დეპარტამენტში, აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.