რამდენი ფრაქცია ექნება მმართველ გუნდს რეგიონის საკრებულოებში უცნობია. მიმდინარეობს კონსულტაციები თუ ვინ დაიკავებს ფრაქციების თავმჯდომარეებისა და კომისიების ხელმძღვანელი პირების თანამდებობებს.
რა ფუნქციები შედის, რისი უფლება და უპირატესობა აქვს საკრებულოში შექმნილ ფრაქციას? გეგმავენ თუ არა მცირე მანდატებით წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები გაერთიანებას? და რას აპირებს “ნაციონალური მოძრაობა,” აქ ჯერ - ჯერობით იმას აზუსტებენ, შევა თუ არა ბათუმის საკრებულოში პარტიულ სიაში ჩაწერილი პირველი ოთხეული.