ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. "ეს თარიღი განსაკუთრებულია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, რადგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის სუვერენიტეტს. ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ქართული დიპლომატია დღეს ურთულეს ბრძოლაშია ჩაბმული, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე ისეთი ძლიერი დიპლომატიური ტრადიციების მქონე ქვეყანაა, როგორიც არის რუსეთის ფედერაციაა. ამ მძიმე პაექრობაში ჩვენ შთამბეჭდავ წარმატებას მივაღწიეთ: ბრძოლა ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის კვლავაც გრძელდება. დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი სამშობლოს გაძლიერება და კეთილდღეობა ჩვენი დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა.
“-ნატქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში. ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც. ,,ქართული დიპლომატიის დამსახურებაა ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო გვიცნობს, როგორც დასავლური ღირებულებების ერთგულ ქვეყანას და ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა”აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.