შემაჯამებელი სხდომა ქობულეთის საკრებულოში

03 ნოემბერი 2017, 00:00 2453 ნახვა

ქობულეთის მოქმედმა, მეოთხე  მოწვევის საკრებულომ შედეგები შეაჯამა. განვლილი სამ წელიწადნახევრიანი  მუშაობით  საკრებულოს თავმჯდომარე კმაყოფილია.  მისი თქმით, ამ  პერიდოში დეპუტატებმა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტები და ნაპირსამაგრი  სამუშაოები გამოყო. სულხან ოქროპირიძე იმედს იტოვებს, რომ ახალი მოწვევის წარმომადგენლობით ორგანოს დეპუტატები დაწყებულ პროექტებს წარმატებით გააგრძელებენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული  17 საკითხი განიხილეს. ოპოზიციის  უკმაყოფილება გამოიწვია  წინა სხდომაზე იჯარის ნებართვის  გაუქმების საკითხმა. იმის გამო, რომ ტერიტორია სადაც მოიჯარეს ჯიხური უნდა განეთავსებინა მწვანე ზოლში იყო, საკრებულომ გადაწყვეტილება  დღეს შეცვალა. საკრებულოში შესაბამის კომისიაში ადასტურებენ, რომ საკითხი  საფუძვლიანად შესწავლილი არ იყო. ქობულეთის საკრებულომ 3 წელიწად ნახევრის განმავლობაში 56 სხდომა ჩაატარა. დეპუტატებმა 999 განკარგულება და 97 დადგენილება მიიღეს. რაც შეეხება ახალი მოწვევის  საკრებულოს, ის 37 წევრით დაკომპლექტდა და 4 პარტიული იქნება. მოქმედისგან განსხვავებით ახალ შემადგენლობაში არ იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში