ძველ ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იმნაძის, ყოფილი ბლაგოევგრადის ქუჩაზე ისტორიულ სახლზე აივანს აშენებენ.
აივნის მოწყობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, მასთან არსებული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გასცა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა ასლანიშვილის განმარტებით, მშენებლობას 5 კაციანი კომისიის უმრავლესობამ, სამმა წევრმა დაუჭირა მხარი. როგორც ამბობს, აივანი ისტორიული შენობის ვიზუალზე უარყოფითად არ აისახება და კულტურული მემკვიდრეობის აღქმადობას ხელს არ შეუშლის.