ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ხომალდი შემოვიდა

03 ნოემბერი 2017, 00:00 5007 ნახვა

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთების საფლანგო ხომალდი REGELE FERDINAND უკვე შემოვიდა. დღესვე ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ სამი ხომალდი შემოვა.  ისინი საქართველოში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.

დელეგაციას ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ხელმძღვანელობს. ერვი ბრეჟონს საქართველოს შინაგან საქმეთა  მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება. მოგვიანებით  ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

 

 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში