მოხუცთა თავშესაფარი

02 ნოემბერი 2017, 00:00 3654 ნახვა

ქობულეთში 22 ხანდაზმული მოხუცებულთა თავშესაფარში შესახლებას ითხოვს - ეს მხოლოდ ის მონაცემია, რაც ასოციაცია “ღირსეულ სიბერეში” ინახება. აქ ამბობენ, რომ ამ 22-ში არიან უსახლკაროები და ისეთებიც, რომლებსაც საცხოვრებელი აქვთ, თუმცა მოვლა სჭირდებათ.

თავშესაფრის აშენების საჭიროებას აქამდე ვერ ხედავდნენ გამგეობაში, თუმცა მას შემდეგ რაც ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა საკრებულოს პეტიციით მიმართეს, საკითხის შესწავლა დაიწყეს. მოხუცებულთა თავშესაფრის აშენების აუცილებლობაზე საუბრობენ ასოციაციაში, რომელიც ხანდაზმულების ღირსეულ სიბერეზე ზრუნავს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში