საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ 31 დეკემბრის ქუჩა - ფერია - მნათობის მონაკვეთზე სამუშაოები 11 ნოემბერს დასრულდება. ამ ეტაპზე 35 მეტრიანი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე საჭირო გახდა ქვედა დამცავი ჯებირის მშენებლობა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „გზებმა’’ დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.
საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 387 ათასამდე ლარია გამოყოფილი. კედლის მშენებლობა დაახლოებით სამ დღეში დასრულდება.