გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპისმაგვარი ვირუსის მაჩვენებელი გასული წლების ანალოგიურია.
პარალელურად რეგიონში ვაქცინაციის პროცესიც მიმდინარეობს. სხვადასხვა რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს აცრა უფასოდ უტარდებათ.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპოტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა გრიპის ვირუსზე გეგმიური კონტროლი მეორმოცე კვირიდან დაიწყეს.