6 კოტეჯი, 1 სასტუმრო, 12 გესთ-ჰაუსი, ერთი 8 კილომეტრიანი ტრასა და საბაგირო გზა – კურორტი “გოდერძი” ვიზიტორებს ელის. სამთო-სათხილამურო კურორტზე წელს ახალი, დამწყებ მოთხილამურეებზე გათვლილი 200 მეტრიანი ტრასაც მოეწყობა, ასევე ადგილი ბავშვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სათხილამურო ტრასის უმაღლესი წერტილი 2 366 მეტრია. კურორტზე მისასვლელი გზა წელსაც მოუწესრიგებელი იქნება, დასრულდა შიდა გზის დაგება, ასევე ვერც წელს იფრენს დაანონსებული ვერტმფრენი ბათუმიდან კურორტის მიმართულებით. უღელტეხილზე პერიოდულობით რამდენიმე კვირაა თოვს, კურორტი ოფიციალურად დეკემბერში გაიხსნება.