ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე სომხეთის 2 მოქალაქე დააკავა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება ჯამში 353 ათას 825 ლარს შეადგენს.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.