ღორჯომელები მეჩეთისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. სამლოცველო 100 წლის წინაა აგებული, შემორჩენილია ფერადი ორნამენტები. ისტორიული შენობა მდინარესთან ახლოსაა, რაც ადგილობრივების თქმით, მას ყოველი ადიდებისას უქმნის საფრთხეს.
მოსახლეობას ფერდის გამაგრებას ჯერ კიდევ შარშან მთავრობის ახალი თავმჯდომარეც დაჰპირდა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. რაც შეეხება სტატუსის მინიჭებას, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან.