ქალაქი შუქნიშნების გარეშე

30 ოქტომბერი 2017, 00:00 4937 ნახვა

ქობულეთში შუქნიშნების დამონტაჟებას ითხოვენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ განსაკუთრებით რკინიგზის სადგურთან და აგრარულ ბაზართანაა ამის საჭიროება, რადგან ამ ადგილებში ხშირია ავტოავარიები. საკითხს კი მარეგულირებლები შედარებით მოაწესრიგებს.

მოქალაქეებმა “დემოკრატიის ინსტიტუტის” დახმარებით, საკრებულოს პეტიციით მიმართეს. შუქნიშნები ბათუმის გარდა, სხვა არცერთ მუნიციპალიტეტში არაა დამონტაჟებული, თუმცა ზღვისპირა კურორტი ქობულეთი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია რეგიონში, განსაკუთრებით ხალხმრავალი კი ზაფხულში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში