მორიგი ექსკურსია და კიდევ ერთხელ დაშავებული მოზარდები. 3 თვის წინ, თურქეთში მომხდარი მასშტაბური ავარიის და ცეკვის ანსამბლის წევრების დაშავების შემდეგ თემა: უსაფრთხოება ექსკურსიებსა და გასტროლებზე გააქტიურდა, თუმცა საკითხის რეგულირება საკანონმდებლო დონეზე ვერ ხდება.
ქედაში 2 დღის წინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი მოზარდი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ისინი ავტობუსიდან გადმოვარდნენ, ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება შემდეგი საკითხი: ვინ უნდა უზრუნველყოს მგზავრობისას ტრანსპორტში შესაბამისი წესების დაცვა? ფაქტია, რომ მასწავლებლის და მშობლების თანხლების მიუხედავად, შემთხვევა მოხდა, რაც უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევას გულისხმობს. ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა აღძრული სისხლის სამართლის საქმეც.