სკოლის ეზოში მოსწავლე დაშავდა

30 ოქტომბერი 2017, 00:00 6201 ნახვა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლე დაშავდა. შემთხვევა სკოლის ეზოში მოხდა. როგორც  დირექტორი აცხადებს, რომ 20 წუთიანი შესვენების დროს მერვე კლასის მოსწავლეები ეზოში დამრიგებელთან ერთად იყვნენ, როდესაც  ერთ-ერთი მოსწავლე  საფეხბურთო მოედნის კარზე აზიდვებს აკეთებდა, რა დროსაც ხელი დაუცდა და ჩამოვარდა.

დაშავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს და   და წოლითი რეჟიმი აქვს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში