ქალაქში სპეციფიკური სუნი აღარ არის

30 ოქტომბერი 2017, 00:00 4161 ნახვა

სპეციფიკური სუნი ქალაქში დღეს აღარ არის. თუმცა 2 დღის განმავლობაში ბათუმელები ამბობდნენ, რომ გაურკვეველი სუნი აწუხებდათ  და ქალაქის სხვადასხვა უბანში მძაფრად იგრძნობოდა. 

რას უკავშირდება სუნი ''მთავარის'' ჯგუფი რამდენიმე  უწყებას დაუკავშირდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის  დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოკვლევა  დაწყებულია, თუმცა კონკრეტული სამართალდარღვევა ჯერ არ ფიქსირდება.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ საკითხი მათ კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება პორტს, აქ ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნავსადგურში ნავთობის ჩაღვრის ფაქტი არ დაფიქსირებულა, ასევე პორტში ამ ეტაპზე მხოლოდ მშრალი ტვირთის დაცლა ხდება. ფაქტს გამორიცხავს ბათუმის ტერმინალი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი