სამი მოსწავლე საავადმყოფოში რჩება

30 ოქტომბერი 2017, 00:00 3587 ნახვა

ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანები ამ დრომდე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში რჩებიან. ორი მათგანი ქირურგიული, ერთი კი კლინიკური მკურნალობის ცენტრშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება.

ექსკურსიაზე მყოფი ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხალთის ხეობიდან დაბრუნებისას,  ხულო - ბათუმის ცენტრალური ავტომაგისტრალის,  ქედის  მონაკვეთზე დაშავდნენ.  სოფელ გობრონეთთან მიკროავტობუსის კარი  გაიღო  და  6  ბავშვი  გადმოვარდა.  ავტობუსში  მშობლები და კლასის დამრიგებელი იმყოფებოდნენ.

მომხდარზე საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს,  რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი