ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთი მოქალაქე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მედიკოსების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს ქალა ტვინის და გულმკერდის დახურული ტრავმები აღენიშნeბა. დაზიანებული აქვს ნეკნები. დაშავებულს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კლინიკა არცერთ მათგანს არ დაუტოვებია, მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ. ექიმების თქმით, ისინი კონტაქტურები არიან.