ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები, რომლებიც სხალთიდან ბათუმის მიმართულებით ბრუნდებოდნენ ავტობუსიდან გადმოვარდნენ, მიზეზი კარების შემთხვევით გაღება გახდა. სულ 6 მოსწავლე დაშავდა, ისინი თავდაპირველად ქედის რაიონულ ჰოსპიტალში მოათავსეს შემდეგ კი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.
ერთი დაშავებული გუშინვე გაწერეს, ხოლო დანარჩენი 5 ამ დრომდე საავადმყოფოში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. შედარებით მძიმეა ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა.