''შესაძლოა ბავშვებმა კარის ჩამკეტ ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირეს'' - სკოლის დირექტორი

29 ოქტომბერი 2017, 00:00 5617 ნახვა

ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოსწავლეებმა კარის ჩამკეტ ღილაკს ხელი შემთხვევით დააჭირეს, რის შემდეგაც ავტობუსის კარი გაიღო. ზურაბ ზაქარაძის თქმით, მეექვსე კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე სხალთის ხეობაში იმყოფებოდნენ. არასრულწლოვნებთან ერთად 9 მშობელი, პედაგოგები და კლასის დამრიგებელიც იმყოფებოდა. 

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. მხოლოდ ერთი მოსწავლეა შედარებით მძიმედ. ის ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 - ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში, სოფელ გობრონეთთან მოხდა. ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის კარები შემთხვევით გაიღო, რის გამოც ბავშვები გზის სავალ ნაწილზე გადმოვარდნენ. დაშავებულები თავდაპირველად ქედის რაიონულ ჰოსპიტალში მოათავსეს, მოგვიანებით კი მოსწავლეები ბათუმში, დედათა და ბავშვთა ცენტრში გადმოიყვანეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში