ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

28 ოქტომბერი 2017, 00:00 7335 ნახვა

დაახლოებით ერთი საათის წინ, გონიო - კვარიათის აკვატორიაში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, სამაშველო სამსახურებმა უცნობი მამაკაცის გვამი, შესაბამის კრიმინალურ და საექსპერტიზო სამსახურებს გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში