ფერმერები ციტრუსის მოსავალს აზღვევენ

27 ოქტომბერი 2017, 00:00 2178 ნახვა

წელს გაზრდილია იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებმაც სადაზღვევო კომპანიებს მიმართეს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ რეგიონში წელს 1 737 პოლისია გაცემული.  დაზღვეული მანდარინის ოდენება გაიზარდა, თუმცა უცვლელია იმ ბაზრების ჩამონათვალი, რომლებზეც სარეალიზაციოდ ქართულ მანდარინს გაიტანენ.

ციტრუსის ექსპორტი რეგიონიდან სავარაუდოდ ერთ თვეში უნდა დაიწყოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი ახალი ქვეყნების ადგილობრივი პროდუქციით დაინტერესებას ჯერ კიდევ ელოდებიან. ვიდრე უწყება ციტრუსის სარეალიზაციოდ გეოგრაფიული არეალის გაზრდაზე ფიქრობს, მანამდე ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ უკვე გამონახა გზები, რეგიონში მოწეული პროდუქცია ევროპის ბაზარზე როგორ მოხვდეს. პოლონეთის შემდეგ ქართულ მანდარინს გერმანიაშიც ნახავთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი